XI კლასში ჩატარდა შიდა შეფასების გაკვეთილი ისტორიაში. გაკვეთილის თემა -"არაბები და ისლამური სახალიფო". მასწავლებელი: დავით ტუღუში
შპს განათლება ულოცავს ამავე სკოლის მასწავლებლებს ვენერა აბუსერიძესა და (ფიზიკა) მაკა ხინთიბიძეს (სამოქალაქო განათლება) აჭარის მეხუთე რეგიონულ კონფერენციაში წარმატებულ მონაწილეობას.
შპს განათლებაში „ზამთრის ზღაპრების ფესტივალია“ .მოეწყო საახალწლო ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს I-X კლასის მოსწავლეებმა. საუკეთესო ექსპოზიციის შემქმნელები დაჯილდოვდებიან!..
VI კლასში ჩატარდა #კლასგარეშეკითხვისდღე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. (მასწავლებელი–ნინო ბლიაძე). წაიკითხეს რ. ინანიშვილის მოთხრობა “ბავშვობის უბანი. ჯგუფებში იმსჯელეს იმ ეპოქის უბანსა და თანამედროვე უბნის მსგავსება განსხვავებაზე.მიუთითეს რა იყო კარგი და რას დააბრუნებდნენ დღევანდელ ჩვენს უბანში.