მილოცვა
შპს "განათლების" მე-10 კლასის მოსწავლეს,ლუკა გოცირიძეს ვულოცავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსში - "ჩემი განზომილება" - გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურიჩატარდება ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში (დიმიტრი თავდადებულის ქ.N7).
4 დეკემბერს მეოთხე კლასში (ხელმძღვანელი - ხათუნა ვასაძე) ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენაში,ხელოვნებაში,ინგლისურ ენასა და ბუნებაში (მასწავლებლები - მადონა თებიძე,თამარ დიასამიძე,ხათუნა ვასაძე).
მოსწავლეებმა წარმატებით იმუშავეს ჯგუფებში. გაკვეთილს ეხმარებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნანა მამულაძე და სტუდენტები.
მასწავლებელთა,მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ!
2013 წლის 16 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება I სემესტრის გამოცდები.