2.12.2013
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში გამარჯვებასა და მეორე ტურში გადასვლას ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს.
28.11.2013
პირველ კლასში (მასწავლებელი მაია დავითაძე) ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ჯგუფებში მუშაობას და წარმოაჩინეს შესწავლილი მასალის ღრმა ცოდნა.
“ქართველების გულის საუნჯე”, – ასე უწოდეს მეხუთეკლასელებმა (მასწავლებელი მადონა თებიძე) თავიანთ მხატვრულ–ლიტერატურულ კომპოზიციას,რომელიც უკვდავი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ მიეძღვნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორები,ქალბატონები – სრული პროფესორი გული შერვაშიძე, ასოცირებული პროფესორი,განათლების ფაკულტეტის დეკანი, მადონა მიქელაძე,ასისტენტ პროფესორები ნანა მაკარაძე და ჯულიეტა გურგენიძე,“ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნე მანანა სულაბერიძე და განათლების ფაკულტეტის სტუდენტები.
მართლწერის (National English Spelling Competition) კონკურსის რეგიონალურ ტურში ჩვენი სკოლის 4 მოსწავლე გადავიდა. კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებებს.