JM School Tools - шаблон joomla Авто

სკოლის მისია

შ.პ.ს.   ,,განათლება"


    საინტერესო, ხალისიან, მშვიდ, მოსწავლე-მასწავლებლების ურთიერთპატივისცემის გარემოში მოსწავლეთა საკუთარი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პოტენციალის, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარება, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდებათ.
სკოლა მოწოდებულია სიახლეების შემოტანით, სწავლების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით საფუძვლიანად შეასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებული  ყველა საგანი. მოამზადოს მოსწავლეები არა მხოლოდ საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, არამედ მომავალი ცხოვრებისათვის.
  კარგად ორგანიზებული მხატვრულ-შემეცნებითი ღონისძიებები, კონფერენციები, ტესტირებები, ჩათვლები, ინტეგრირებული, სემინარული და დამატებითი გაკვეთილები, მოსწავლეებთან ინდივიდუალური მეცადინეობები, ექსკურსიები ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდას.
    სკოლა ორიენტირებულია დღევანდელობის შესაბამისი კონკურენტუნარიანი განათლებით აღჭურვილი მოსწავლეების აღზრდაზე, მათ წარმატებულ მომავალზე სწავლა გააგრძელონ უმაღლეს სასწავლებლებში ან ჩაებან შრომით საქმიანობაში, გამოხატონ მზაობა ცხოვრების მოთხოვნებისადმი.


ჩვენი გვერდი Facebook- ზე

School Tools