JM School Tools - шаблон joomla Авто

სკოლის სიახლეები

15 ივნისი, 2012 წელი

ჩემს მეოთხეკლასელებს

მაცხოვრის ხატთან აგინთებთ  წმინდა სანთელს თითოეულ თქვენგანს და უფალს მუხლმოდრეკით შევევედრები თქვენს ჯანმრთელობას, ჩემო თვალხატულა გოგო-ბიჭებო!   ამ სიტყვებს თქვენი  უსაზღვრო სიყვარული და  ის 4 წელიწადი მალაპარაკებს, ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ რომ გაგვიტარებია, აი-იათი დაგვიწყია და “ვეფხისტყაოსნით” დაგვიმთავრებია.

ხშირად მეუბნებით: “გვიჭირს თქვენთან განშორებაო”. . .  ნეტა, ამ დროს ჩემს გულშიაც ჩაგახედათ, რამდენი ციმციმა ვარსკვლავი ანთია იქ თქვენი გულების გასათბობად, თქვენს საკეთილდღეოდ.

მომენატრებით, ძალიან მომენატრებით და ამ მონატრებას მხოლოდ იმაზე ფიქრი გადამატანინებს, რომ ღირსეულ ადამიანებად გაიზრდებით და არასოდეს დაივიწყებთ ავს სიკეთით რომ უნდა სძლიოთ.

 

გფარავდეთ უფალი..

 

დიდი სიყვარულით

თქვენი მაია მასწავლებელი…


აირჩიეთ სასურველი ენა

ჩვენი გვერდი Facebook- ზე

School Tools