JM School Tools - шаблон joomla Авто

სკოლის სიახლეები


29  სექტემბერი, 2012 წელი

კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი 2012–ის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ


  

   მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეორე წელია ატარებს და იგი გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდების წახალისებას  და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება.

   2012 წლის 27, 28, 29 სექტემბერს , თბილისში მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი 2012–ის”  დასკვნითი ტური გაიმართა. ყველაზე ინოვაციური ნამუშევრები ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. წარმოდგენილი 44-დან 8 პროექტი უცხოელი მოზარდების მიერ იყო შექმნილი. ამავე დღეს გამარჯვებული პროექტების ავტორებიც დაჯილდოვდნენ.

   შპს "განათლებას" მე–10–ა კლასის მოსწავლე ოთარ წულაძემ  და  ქობულეთის კერძო სკოლა "ფარნავაზის" მე–10 კლასის მოსწავლე ბექა გოგუაძემ კონკურსზე წარადგინეს  მაგნიტურ ძრავაზე მომუშავე ტურისტული –  "ტელეფონის სამუხტი–ფარანი".

  ამ  ხელსაწყოს დანიშნულებაა, მოგვაწოდოს ჩვენთვის სასურველი ძაბვა მობილური ტელეფონის დასამუხტად ან ფარანის გასანათებლად, მისი  გამოყენება  შესაძლებელია ისეთ ადგილებში, სადაც არ არის შუქი, მაგ: მთაში,  ტყეში, ძნელად  მისადგომ ისტორიულ ადგილებში, ტურისტულ მარშრუტებზე.

     ოთარი და ბექა  საუკეთესო  გამოგონებისათვის ლეპტოპებით დასაჩუქრდნენ.

 

 

 

აირჩიეთ სასურველი ენა

ჩვენი გვერდი Facebook- ზე

School Tools