დირექტორი
დამფუძნებლები ქეთევან და დიმიტრი გოშხეთელიანები

ქეთევან გოშხეთელიანი, შ.პ.ს. ,,განათლება" მრავალპროფილიანი კერძო საშუალო სკოლა ,,იმედის"-ს დირექტორი.
- დაიბადა 1956 წლის 19 მაისს, ქალაქ ქუთაისში;
- 1973 წელს დაამთავრა ქუთაისის მე-3 საშუალო სკოლა;
- 1978 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი;
- 1980-1985 წლები - ბათუმის მე-17 საშუალო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე;
- 1985-1997 წლები - ბათუმის 21-ე (ამჟამინდელი მე-18) საშუალო სკოლა, მშობლიური ენისა ლიტერატურის მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე;
- 1997-2004 წლები - აჭარის განათლების სამინისტრო, მთავარი სპეციალისტი;
2004-2005 წლები- აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მთავარი სპეციალისტი;
2005 წლიდან დღემდე შ.პ.ს. ,,განათლება"-ს დირექტორი;
ფლობს ინგლისურსა და რუსულ ენებს
ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი
დიმიტრი გოშხეთელიანი, მათემატიკოსი, აკადემიური დოქტორი, რამდენიმე სამეცნიერო და მეთოდური ნაშრომის ავტორი